მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს“ - ოკუპირებულ აფხაზეთში მაკა ბოჭორიშვილის განცხადება უპასუხეს

აფხაზეთი

„აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს“, - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხოდ ოკუპირებული ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის მოადგილემ ოდისეი ბიგვავამ გააკეთა. ინფორმაციას "ეხოკავკაზა" აქვეყნებს.

3 იანვარს გამთენიისას კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის დაკავების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაკა ბოჭორიშვილის განცხადება გამოაქვეყნა. უწყების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამდა, რომ მადუროს დაკავების შემდეგ ვენესუელას მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გაუქმდებოდა.

„ძირითადი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტების გაძლიერებას, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, უსაფრთხოების შენარჩუნებას და დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებას ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე.

რუსეთის ფედერაციისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა ხელს უწყობს აფხაზეთის სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცებას, მისი ხალხის ნების შეცვლის გარეშე“, - განაცხადა ბიგვავამ და აღნიშნა, რომ განცხადებებს „არაღიარების პოლიტიკის“ შესახებ სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ხელს რეგიონში კონსტრუქციულ ატმოსფეროს შექმნას ხელს არ უწყობს.

„ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ ფრთხილად და პასუხისმგებლობით აღვიქვათ ნებისმიერი სიგნალი, რომელიც მიუთითებს რეგიონულ პოლიტიკაში უფრო პრაგმატული და რეალისტური მიდგომის სურვილზე.

აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას მშვიდობიანი თანაცხოვრების, კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპებისადმი. მზად ვართ განვავითაროთ დიალოგი და თანამშრომლობა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების პრინციპების დაცვით“, - განაცხადა ბიგვავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები