მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში აფხაზური გვარების აღდგენის პროგრამას ხელი მოაწერეს

აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის სამინისტრომ და რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტმა ეთნიკური აფხაზების აფხაზური გვარების აღსადგენად თანამშრომლობის პროგრამას ხელი მოაწერეს.

აფხაზური მედიის ცნობით, პროგრამის მიზანი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, აფხაზი ხალხის ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება და აფხაზური გვარების აღდგენის პროცედურის დასრულებაა.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის მიზანი რუსულ - კავკასიური და რუსულ-თურქული ომებისა და მე-19 საუკუნის სხვა მოვლენების შედეგად, აფხაზთა საცხოვრებლის ტერიტორიიდან წასული ლტოლვილთა შთამომავლების უფლებების დაცვის უზრუნველყოფაა.

ცვლილების თავდაპირველ ვერსიაში, ე.წ. კანონპროექტის ავტორებს სურდათ, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების გვარები აფხაზურად გადაეკეთებინათ. მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. საბოლოოდ, გაგრძელდება თუ არა პროცესი ქართული გვარების გააფხაზებით, ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები