მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვა მოხსნილია - "ენგურჰესი"

გალი

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

BMG-ის "ენგურჰესში" განუცხადეს, რომ შეზღუდვა გადამცემ ხაზ "ლიას" გამორთვამ გამოიწვია. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ხაზის გამორთვა. მათი თქმით, აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.

"აფხაზეთში ელექტროენერგიის დროებითი შეზღუდვა გადამცემი ხაზის "ლიას" გამორთვამ გამოიწვია. რაც შეეხება "ენგურჰესის" აგრეგატებს, ხუთივე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამ ეტაპზე გადამცემი ხაზი ჩართულია და აფხაზეთში შეზღუდვა მოხსნილია", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები