ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე ავარია მოხდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მედია "ჩერნომორენერგოზე" დაყრდნობით წერს, რომ სადგურის სპეციალისტებმა ავარიის შედეგების აღმოფხვრა უკვე დაიწყეს.
როდის აღდგება ელექტროენერგია, სადგურის მუშაობის აღდგენაზეა დამოკიდებული.
BMG ცდილობს აღნიშნულის შესახებ „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ლევან მებონიასთან დაკავშირებას.