დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ინტერნეტს გათიშავენ, - ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.
ამასთან, ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთული ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთში სასწავლო პროცესი 11 დეკემბრიდან შეჩერდება.
მათივე ცნობით, ენერგეტიკის სექტორში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ განხილვა ხვალ გაიმართება.