მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში მაინინგთან საბრძოლველად ინტერნეტი ვერ გათიშეს

ინტერნეტი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულმა ინტერნეტპროვაიდერებმა ინტერნეტი ვერ გათიშეს. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. მათი ცნობით, სატელეკომუნიკაციო ოპერატორები არ არიან მზად, მაინინგთან საბრძოლველად ინტერნეტი გამორთონ.

როგორც მედია წერს, კომპანიებს დიდი ფინანსური ზარალი აქვთ იმის გამო, რომ მოსახლეობა კომუნიკაციებზე დახარჯული თანხების ანაზღაურებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ორშაბათს, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ სამშაბათს ღამით ინტერნეტი გაითიშებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები