მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთის მთავრობის ტენდერების უმეტესობა არასთანადოდ არის დაგეგმილი - აუდიტის სამსახური

64789894489c0
BM.GE
01.06.23 20:40
614
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტენდერებს ატარებს ისე, რომ ბაზრის წინასწარი მოკლვლევა ხარვეზებით ხდება, რაც საბოლოოდ ჩატარებული ტენდერების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

ამასთან აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ აფხაზეთის მთავრობა ხშირ შემთხვევაში შესყიდვებს გამარტივებული წესით ატარებს.

“რიგ შემთხვევაში, შესყიდვის პროცედურების (ტენდერების) უმეტესობა განხორციელებულია წლის ბოლოსთვის. ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვის ფაქტები. კერძოდ, შესყიდვების გამოცხადებამდე საჭირო ხარისხის შესყიდვის ობიექტების საბაზრო ღირებულების დადგენისა და სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრის მიზნით, საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ბაზრის სრულყოფილ კვლევასა და ანალიზს, რის გამოც ხშირია თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმებში ცვლილებები და შესყიდვების გამოცხადებულ ფასზე 20%-ზე დაბალი ფასის შემთხვევები.

გარდა აღნიშნულისა, შესყიდვები ძირითადად ტარდება გამარტივებული წესით (მხოლოდ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით). 3 მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები (მონეტარული ზღვრები) დაცულია, ალტერნატიული წინადადებების განხილვის გარეშე შესყიდვების განხორციელება, ზრდის საბიუჯეტო სახსრების არეკონომიური ხარჯვის რისკებს,”- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები