მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ შედის აუდიტის სამსახური ნავთობისა და გაზის კორპორაციაში? - დეპუტატის კითხვა აუდიტორს

6492e8d709c60
BM.GE
21.06.23 23:50
969
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მას ჰკითხა თუ რატომ არ ამოწმებს აუდიტის სამსახური ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რომელიც ზომით ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. ამასთან, რომან გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა, რომ 2023 წელს სახელმწიფომ GOGC-ის 200 მილიონი ლარის სესხი მისცა, შესაბამისად კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ტვირთად უკვე იქცა.

“ვიცით, რომ რკინიგზის აუდიტი რამდენიმე წლის დაგვიანებით განხორციელდა. 6-7 წელი იქ შესვლას ვერავინ ბედავდა და სასამართლოს მოუწია შემდგომ გადაწყვეტილების მიღება აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე და შემოწმდა მხოლოდ ბოლო ორი წლის შედეგები.

შეამოწმეთ ან გეგმაში გაქვთ თუ არა ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოწმება? გაზის ტრანსპორტირების კომპანიის შემოწმება? GOGC-ის უკვე 200 მილიონი ლარის სესხი მისცა ბიუჯეტმა და პირდაპირ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაზე მიდგა საქმე. საერთოდ შემოწმებულა ნავთობის და გაზის კორპორაცია აუდიტის მიერ?,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის განმარტებით, წელს ისინი 3 სახელმწიფო კომპანიის შემოწმებას გეგმავენ, ხოლო თავად ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბოლოს 2014 წელს შემოწმდა.

“2020-2022 წლებში ჩვენ უკვე 17 სახელმწიფო კომპანია გვაქვს შემოწმებული, 2023 წელს გეგმაშია 3 სახელმწიფო კომპანიის შემოწმება. მათ შორისაა გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მელიორაცია და აჭარის სანიტარული დასუფთავება. 2014 წლის შემდეგ არ შემოწმებულა ნავთობისა და გაზის კორპორაცია,”- განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც შაჰ-დენიზის კონსორციუმთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული შეთანხმებებით, ქვეყანაში ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია. ამასთან ერთად, კომპანია 2013 წლიდან მოყოლებული მთავრობის დავალებით მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის სუბსიდირებას ახდენს. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2020-2021-2022 წლებში კომპანიას გაზის სუსბიდირება 700 მილიონი ლარი დაუჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები