მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IMF-მა მთავრობას ცივი წყალი უნდა გადაასხას" - რომან გოცირიძე

64be9272ab219
გიგა ბენია
25.07.23 00:05
730
სტატიაში საუბარია:

“საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობას ცივი წყალი უნდა გადაასხას”, - ამის შესახებ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა BMG-სთან აღნიშნა, ფონდის განცხადება ორაზროვანია.

საქმე ისაა, რომ IMF-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომლებსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). "სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვას განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში”,-აღნიშნულია განცხადებაში.

რომან გოცირიძის თქმით, თუ სსფ პროგრამას არ შეაჩერებს, ეროვნულ ბანკში მოსალოდნელ კრიზისზე პასუხისმგებელი თვითონ იქნება.

"ეს განცხადება, თითქოს ფონდს სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა შეუნარჩუნებს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობას, ორაზროვანია. რისი სჯერა, როდესაც ეს დამოუკიდებლობა დასრულდა. რეალურად ეს არის ოლიგარქიული კლანური ნაწილი, როგორიც სასამართლო კლანია. ეს კარგად უნდა დაინახოს სავალუტო ფონდმა, ახლა დიპლომატიური განცხადებების დრო არ არის.

ჩვენ ვიცით, რომ დეკემბერში საბჭოს ორ წევრს ვადა გასდის და ფაქტობრივად, ეროვნული ბანკის 9 წევრიდან 4 ადგილი ვაკანტური იქნება. ისევ დაიწყება ბრძოლა ეროვნული ბანკის ხელში ჩასაგდებად. სავალუტო ფონდის დღევანდელი განცხადებები ან მისი ქმედება მნიშვნელოვნად განაპირობებს, რა მოხდება დეკემბერში, როდესაც საფრთხის წინაშე დადგება ეროვნული ბანკის ოპერატიული მართვის საკითხი. სავალუტო ფონდმა უნდა შეაჩეროს პროგრამა. მისი შეჩერება იქნებოდა მთავრობისთვის იმ სიგნალის მიცემამ რომ სავალუტო ფონდი არ შეეგუება იმ მდგომარეობას, რაც სებ-შია არის წარმოქმნილი. დეკემბერში მოსალოდნელ კრიზისზე სავალუტო ფონდიც იქნება პასუხისმგებელი”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების საფრთხე მას შემდეგ დადგა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ეროვნულო ბანკის შესახებ კანონი შეიმუშავა. თებერვალში მმართველი გუნდის პროექტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა საბჭოს წევრად "ქართული ოცნებისთვის" მისაღები კანდიდატი, ლაშა ხუციშვილი არ წარადგინა, პარლამენტმა ვეტო დაძლია. შესაბამისად, სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც გაჩნდა. პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პირველივე დღეს განაცხადა, რომ სავალუტო ფონდს დაარწმუნებდა, პროგრამა არ შეეჩერებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები