მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯების შემოწმება დაიწყოს

645cbf33ebb5b
BM.GE
11.05.23 14:08
543
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, რომან გოცირიძე აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯების შემოწმება დაიწყოს. ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ის არის, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, თუმცა ამაზე უარი მიიღეს.

“თურმე მე და ხატია დეკანოიძეს იმიტომ გვითხრეს უარი პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე, რომ ხომ შეიძლება ამის შემდეგ სხვებმაც მოინდომონ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდანო. ეს ხომ დამატებითი ხარჯები იქნებაო. ანუ, ორიოდე სპეციალისტის მოწვევა რომ შეგვეძლება კანონპროექტებზე სამუშაოდ, ეს ყოფილა პრობლემა. მიზეზი ეს არაა რა თქმა უნდა.

ფულის ეკონომიაზე რომ ზრუნავდნენ, არ გაფლანგავდნენ ყოველწლიურად პარლამენტის ბიუჯეტიდან ათეულ მილიონობით ლარს საკუთარი სიამოვნებისათვის.

პარლამენტში უნდა შემოვიდეს აუდიტის სამსახური და უნდა შეამოწმოს ბოლო 6 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯები.

4 წელი ვიყავი ხაზინდართა საბჭოს წევრი და ვიცი რასაც ვამბობ. მაშინაც ვამბობდი, როცა ხაზინდართა საბჭოში ვიყავი და ვერავინ იტყვის, ახლა რატომ გაგახსენდაო. ნახეთ ხაზინდართა საბჭოს სხდომის ოქმები და იმ პერიოდში ჩემი განცხადებები, თუ როგორ ვამხელდი მათ კორუფციაში.
შტატგარეშეები, პერსონალური მანქანები, წარმომადგენლობით-სამოგზაურო-საქეიფო ხარჯები, უსარგებლო სტრუქტურების შექმნა, გაუთავებელი რემონტები და უამრავი სხვა. განსაკუთრებული აზარტულობით გამოირჩევიან რემონტების და “გამაგრებების”საქმეში. მარტო ამ მიმართულებით იმდენი მილიონი ლარი დაიხარჯა(რა თქმა უნდა ნაცნობ კომპანიებზე), რომელიც ორი ახალი პარლამენტის აშენებას ეყოფოდა.

სხვათაშორის, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, “ქართულ ოცნებას” შეუძლია შექმნას ორმოცამდე პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენზე მოუნდათ თურმე ეკონომია.

ძვირად დაუჯდებათ მათ ეს თავხედობა.

ცნობისათვის, დღეს შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და ვითხოვთ ცვლილებებს რეგლამენტში, რათა ბლოკის წევრ დეპუტატებსაც შეეძლოთ საპარლამენტო ჯგუფის შექმნა. ოფიციალურად ეს მოიმიზეზეს. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან.

აუდიტის სამსახურს კი მოვუწოდებ, დროზე დაიწყოს პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯების შემოწმება. მრავალი წელია არ ყოფილან. ესეც კორუფციაზე ხელის დაფარების ერთ-ერთი ფორმაა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები