მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

63da7aa7d041c
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.23 18:59
973
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი განისაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.

კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებაში განმარტებულია, თუ რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

"აფხაზეთის ენერგოსისტემაში ძაბვის თანაბარი განაწილების აუცილებლობიდან გამომდინარე და ქსელში ავარიების თავიდან აცილების მიზნით, ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკი შეიცვალა“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნია, რომ ელექტროენერგიის შეცვლილი გრაფიკით მიწოდების გადაწყვეტილება „ჩერნომორენერგომ“ 31 იანვარს მიიღო, რაც შესაბამის განცხადებაში იყო ნათქვამი.

„გამომდინარე იქიდან, რომ თებერვალში რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა 190 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, რაც იანვარში (250 მილიონი კვტ/სთ) მოწოდებული ელექტროენერგიის მოცულობაზე ნაკლებია, „ჩერნომორენერგო“ იძულებულია აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის ახალი გრაფიკი წარუდგინოს. ასევე, ენგურჰესის მიერ მომუშავე მაღალი ძაბვის ხაზებზე ახალი განრიგია შემოღებული, რაც ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულად დაბალი დონით (410 მ) და წყლის ნაკადის დაბალი მოცულობით (25 მ3) არის განპირობებული. შეზღუდვები შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს, რადგან გათიშვას არა ცალკეული ქვესადგურები, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ექვემდებარება“, - ნათქვამია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები