„აგარის შაქრის“ ქარხანაში ხანძარია. როგორც BM.ge-ის კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განუცხადა, ხანძარი ნედლეულის საწყობში გაჩნდა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის გამოწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს.