"აგენტების კანონპროექტის გაწვევას დავარქვი არც სწორი და არც - უსწორო" - ამის შესახებ იურიდიული ფირმა MKD Law-ის პარტნიორმა, ვიქტორ ყიფიანმა აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რა განზრახვა შეიძლება ჰქონოდა აგენტების კანონპროექტებს.
"ზოგადად, ნებისმიერ ნორმატიულ აქტს წაკითხვის რამდენიმე შრე, დიაპაზონი აქვს; ერთ-ერთია მისი სიტყვა, სიტყვით აღქმა. ჩვენ თუ სიტყვა სიტყვითი აღქმით მივუყვებოდით იმ კანონპროექტს, იურიდიული ტექნიკის და შინაარსის თვალსაზრისით, თითქოს ამ კანონში არაფერი საგანგაშო არ იყო და არაფერი რისკის და საფრთხეების შემცველი, მაგრამ სიტყვასიტყვითი აღქმა არის ერთი მიდგომა და მეორეა, ის ისტორიული კონტექსტი და ზოგადად, გარემო, რომელშიც ეს კანონი იქმნება და რა მიზნებსა და ამოცანებსაც უნდა აღწევდეს.
თავის დროზე შეფასება გავაკეთე და ჩავთვალე, რომ ინტერპრეტაციის აღქმის კუთხით სასურველი იყო უკეთესი განმარტება მომხდარიყო - რატომ ახლა მაინცდამაინც? მით უმეტეს იმის ფონზე, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. თითქოს ჩვენ გვქონდა მზაობა, განწყობა და მოლოდინი, რომ ამ კანონპროექტის დაძვრა მისი ინიციაცია გარკვეულწილად იმ ოპონირებას გამოიწვევდა, რაც ჩვენ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც მოვისმინეთ, როდესაც საუბარია თანამედროვე სამყაროში რისკებსადა საფეხურებზე. ნორმალური სახელმწიფო ბუნებრივად ზრუნავს გარკვეული დამცავი ზღუდეები აღმართოს, რომ რისკები და ეროვნული საფრთხეები იყოს გარკვეულწილად მინიმიზირებული.
ალბათ, განზრახვა ამაში მდგომარეობდა, რომ ეს სექტორი რომელიც მოძლიერდა, რომლის ხმა ძალიან წონადი გახდა ქვეყნის საზოგადო და პოლიტიკურ პროცესებში, რამენაირად კონტროლ ქვეშ ან რამენაირად უფრო მეტი პროგნოზირების მოქცეულიყო, მაგრამ ამ მხრივ, ახსნა-განმარტებამ, კონტექსტუალურმა აცდენამ, შეიძლება მოიკოჭლა.
ამ საკითხის მიმართ უკეთესი მიდგომა იქნებოდა მეტი ინკლუზიურობა ამ კანონპროექტის არა მარტო შემუშავების პროცესში, არამედ საკუთრივ იდეის გაჩენის ეტაპიდან. ამაზე მეტი კონცენტრირება, ალბათ, სწორი იქნებოდა.
ასევე, გადავეკვეთეთ იმ საერთაშორისო გამოხმაურებას, რაც მკვეთრად უარყოფით იყო. ჩვენ მივედით იმ შედეგამდე რა შედეგამდეც მივედით და ამიტომ, როდესაც ეს კანონპროექტი უკან იქნა, გაწვეული ამ ნაბიჯს დავარქვი არც სწორი და არც - უსწორო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მედალს ორივე მხარე გააჩნია. იმ პირობებში, ეს რაციონალური და ერთადერთი გონივრული და პრაგმატული გადაწყვეტილება იყო", - თქვა მან.