მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღნიშნული კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე - აშშ-ის ელჩი "რუსულ კანონზე"

რობინ დანიგანი

აღნიშნული კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე - ასე შეაფასა აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა "ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიცირებული "რუსულ კანონი".

მისივე თქმით, მეგობრები ეხმარებიან მეგობრებს. აშშ-მ არა ერთი მილიარდი გამოყო საქართველოში სკოლების, ბაღების და სასწავლო დაწესებულებების დაფინანსებისთვის. ელჩის თქმით, ეს არის ის, რასაც აკეთებენ მეგობრები.

,,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი შეშფოთება და პოზიცია როგორც საჯაროდ ისე პირად საუბრებში ამ კანონპროექტის შესახებ, რომ თუ იგი იქნება მიღებული, ეს საქართველოს დააშორებს თავის ევროპულ გზას, ამავდროულად, ამ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება არასამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ ყოველდღიურად იმისთვის, რომ სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აშშ არ არის მარტო ამ პოზიციაში და ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ნატო, ევროკავშირის პარლამენტი, ცალკეული ევროპული ქვეყნები და კანონმდებლები და მათაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონის მიღებას ექნება ნეგატიური გავლენა საქართველოს ევროპულ გზაზე.

მეგობრებს სურთ, თავიანთი მეგობრები იყვანენ ძლიერები და მეტად განვითარებულები. მეგობრები, ეხმარებიან მეგობარ სახელმწიფოებს. აშშ-მ არა ერთი მილიარდი გამოყო საქართველოში სკოლების, ბაღების და სასწავლო დაწესებულებების დაფინანსებისთვის. ასევე, თავდაცვის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც აკეთებენ მეგობრები", - განაცხადა ელჩმა.

რობინ დანიგანის განცხადებით, აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.

„ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე- მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის, ამაზე უნდა დასვათ კითხვა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით, კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.

ელჩ დანიგანის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბოლო 10 წელიწადში მთავრობამ დონორებისგან 2.4 მილიარდი ლარის გრანტები მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები