მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 წელიწადში მთავრობამ დონორებისგან 2.4 მილიარდი ლარის გრანტები მიიღო

ლარი

საქართველოს მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების სახით 2.4 მილიარდი ლარი მიიღო. 2024 წელს კი საქართველოს ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 130 მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.

ბიუჯეტის თანახმად, ეს თანხა მთელი რიგი მიმართულებებით დაიხარჯება, მათ შორისაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარება, ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, პროფესიული განათლება და სხვა მიმართულებები. 2024 წელს ყველაზე დიდი მოცულობის - 105 მილიონი ლარის დაფინანსებას ევროკავშირიდან მიიღებს.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, საქართველომ დონორებისგან ყველაზე დიდი - 381 მილიონი ლარის დაფინანსება 2020 წელს, პანდემიური კრიზისის დროს მიიღო.


2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო შემდეგ გრანტებს მიიღებს

დონორული პროექტები

ბიუჯეტი ლარებში

EU 105,000,000
აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო (EU, KfW) 5,000,000
უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა (EU) 12,600,000
ENPARD IV − ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის IV (EU) 16,900,000
ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU) 63,000,000
EU4 − მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU) 7,500,000
კაპიტალური დანიშნულების გრანტები 19,300,000
E5P 7,300,000
თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი (E5P, CEB) 5,300,000
საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება (E5P, NEFCO) 2,000,000
EU-NIF 2,600,000
გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (EU-NIF, KfW) 150,000
„ჩრდილოეთის რგოლი“ (EBRD), „ნამახვანი-წყალტუბო-ლაჯანური“ (EU-NIF, EBRD, KfW) 1,450,000
500 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ (EU-NIF, KfW) 1,000,000
SIDA 1,600,000
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი (SIDA, EBRD) 1,600,000
CNF 2,300,000
დაცული ტერიტორიების განვითარება (CNF, WB-TF) 2,300,000
EU 2,400,000
ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება (EU, AFD) 2,400,000
AFD 2,500,000
საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა (AFD, WB) 2,500,000
EBRD 600,000
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (EBRD, KfW) 600,000
უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები 20,000,000
მიმდინარე დანიშნულების გრანტები 2,700,000
KfW 2,700,000
იმერეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) 2,000,000
ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (KfW) 700,000
კაპიტალური დანიშნულების გრანტები 17,300,000
KfW 17,300,000
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (KfW) 1,000,000
საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა (KfW, EBRD) 2,300,000
ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში (KfW) 11,500,000
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (KfW) 1,000,000
პროფესიული განათლების პროგრამა 1 (KfW) 1,500,000
უცხოეთის იურიდიული პირი 1,200,000
კაპიტალური დანიშნულების გრანტები 1,200,000
EPTATF 1,200,000
ქუთაისის წყალარინების პროექტი (EPTATF, EIB) 1,200,000
EU-NIF 3,000,000
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა (KfW) (EU-NIF, KfW) 3,000,000
IFAD 2,500,000
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DiMMA) (IFAD) 2,500,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები