მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აგრო ბალავარი” ნუშს ექსპორტზე ესპანეთში გაიტანს

62cad556928ae
ლიკა გურაბანიძე
10.07.22 23:00
1036

“აგრო ბალავარი” ნუშის ექსპორტს შემოდგომაზე ესპანეთში გეგმავს. როგორც bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა რომან ბოქოლიშვილმა განუცხადა, კომპანიის ჯამური მოსავლიანობის 70% სწორედ ესპანეთში გავა, ხოლო დარჩენილი 30% საქარათველოში გაიყიდება.

“წელს ჯამში 30 ტონა მოსავლის აღებას ველოდებოდით, თუმცა ბოლნისში გაზაფხულზე ყინვების ფონზე ნაყოფი დაზიანდა და მოსავალი 15 ტონამდე განახევრდა. წელს შემოდგომიდან სწორედ ამ 15 ტონის რეალიზაციას მოვახდენთ. ნაჭუჭიანი ნუშის საექსპორტო ფასი $2.5 იქნება” - განმარტა რომან ბოქოლიშვილმა.

“აგრო ბალავარი” 2019 წლიდან ბოლნისში 80 ჰექტარ ნუშის ბაღს ფლობს. 2023 წელს 50 ტონამდე ვარაუდობენ. კომპანიამ გასულ წელს 3 ტონა ნუში მიიღო, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდა. როდესაც ყველა ბაღი სრულ მსხმოიარობაში შევა, კომპანიაში ჯამში 250-დან 300 ტონამდე ნუშს მიიღებენ. კომპანიის სამომავლო გეგმებში ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებაც შედის, რაც მათ პროდუქციაზე ღირებულებას უფრო გაზრდის, რადგან ადგილზე ნუშის გარჩევა და დაფასოება მოხდება.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში ქვეყნიდან 119.43 ტონა ნუში გავიდა ექსპორტზე, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობა - 79.49 ტონა სომხეთზე, 19.96 ტონა ყაზახეთზე და ამდენივე 19.96 ტონა ყირგიზეთზე მოდის.