მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს $1.44 მილიარდი შეადგინა“ - მინისტრი

შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია პარლამენტს სამინისტროს 2023 წელის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

მინისტრის თქმით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13%-ით იზრდება.

„უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13%-ით იზრდება და 2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების რიცხვმა 106-ს მიაღწია.

მინისტრის თქმით, ექსპორტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნებულია 2024 წელსაც, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო
პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები