მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროსექტორში მაღალ ტექნოლოგიებზე გადასასვლელად პირველადი ამოცანები უნდა გადავწყვიტოთ - ხანიშვილი

აგრო 1959

კომპანია „აგრო 1959“ მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აგრო სექტორის მიმართულებით მოქმედი ხელშეწყობის პროგრამებში მეტი აქცენტი ტექნოლოგიებზე რომ გაკეთდეს, ამისთვის დარგში პირველადი ამოცანები უნდა იყოს გადაჭრილი. ასე უპასუხა მან გადაცემა #რედაქტ2-ში დასმულ კითხვას სახელმწიფო პროგრამების თვისობრივი ცვლილების შესახებ, რომელიც ტექნოლოგიებზე აქცენტის გაკეთებას ითვალისწინებს.

გელა ხანიშვილი თავისი ფერმერული მეურნეობის მაგალითზე ამბობს, რომ ესმის დარგში ტექნოლოგიების დანერგვის ინტენსივობის მნიშვნელობა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელიც კადრებისა და კვალიფიკაციის საკითხით იწყება.

„ჩვენ ორი მოცემულობა გვაქვს - საქართველოში კომუნისტების დროს დაახლოებით 12 000 ერთეული ტრაქტორი მუშაობდა და გარკვეულ პერიოდში ეს რიცხვი 500-მდე ჩამოვიდა. ესეც იყო რესურსამოწურული და ტრაქტორი არ გვყავდა. პირველადი ამოცანები უნდა გადავწყვიტოთ, რომ მაღალ ტექნოლოგიებზე გადასვლა შევძლოთ. თემა ისაა, რომ საქართველოში როდესაც ტრაქტორი არ არის, არ იზრდება ტრაქტორისტი, არ არის უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, საინჟინრო... და ჩვენ რომ რობოტიზირებულ ტექნოლოგიებზე გადასვლა მოვითხოვოთ, ეს საინჟინრო პერსონალის გაზრდას მოითხოვს. თანდათანობით ეს ყველაფერი ვითარდება... იზრდება სკოლები, იზრდება კოლეჯები. მეც რომ სკოლებში ჩავდივარ, ვიცი, რომ ჩემუ მუშა, რომელიც დღეში 50 ლარს იღებს, რაც მაღალი ანაზღაურებაა, ჩემთვის - ფერმერისთვის ეს თვითღირებულებაში დიდი კომპონენტია და კონკურენციაში მზღუდავს, უნდა ჩანაცვლდეს ტექნოლოგიით, რომ შევამციროთ სამუშაო მუშახელზე დამოკიდებულება, გავზარდო ტექნიკის მწარმოებლურობა, რომ ჩემი კომბოსტო და პომიდორი კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიო ბაზარზე. ეს კაპიტალში ინვესტიციაა, რომლის გარეშეც ვერც სოფლის მეურნეობა და ვერც სხვა დარგი ვერ განვითარდება.

სოფლის მეურნეობა ისეთი დარგია, რომელიც ავითარებს ბევრ სხვა რამეს. ფერმერი, რომელიც თხოულობს ცოდნას, ქიმიას, ტექნოლოგიებს, ინჟინერს, მექანიზატორს... ამგვარად ქვეყანას ეძლევა საშუალება მაგალითად მცირე ტექნიკა აწარმოოს, სათესი და ა.შ. “, - ამბობს გელა ხანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები