მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერი სახელმწიფო პროგრამებთან ერთად ძლიერია, ამიტომ პროგრამები უნდა გაგრძელდეს - ხანიშვილი

აგრო 1959

ფერმერი სახელმწიფო პროგრამებთან ერთად ძლიერია, ამიტომ პროგრამები უნდა გაგრძელდეს - მიიჩნევს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დღეს კომპანია „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი.

ქვეყანაში აგროსექტორის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე და ეფექტიანობაზე, ბიზნესმენის როლში მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. ხანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელშეწყობის პროგრამებიდან გამოსვლაზე საუბარი არარეალურია, რადგან ქართული აგროსექტორი ამ შემთხვევაში მსოფლიო ბაზარზე არაკონკურენტული ხდება. ის, როგორც ბიზნესმენი და ფერმერული მეურნეობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავის გადაწყვეტილებებში უფრო თამამია, როდესაც მას სახელმწიფო პროგრამები უმაგრებს.

„მე როგორც ფერმერი ჩემს მეურნეობაში გაცილებით თამამი ვარ, რადგან ზურგს სახელმწიფო პროგრამა მიმაგრებს. შემიძლია, მივიდე და ავიღო კრედიტი და ეფექტიანად დავხარჯო, შემიძლია საბრუნავი საშუალებებისთვის ავიღო და ეფექტურად დავხარჯო, შემიძლია იმის იმედი მქონდეს, რომ ჭაბურღილს სახელმწიფოს თანადაფინანსებით გავაკეთებ... დღეს ფერმერი სახელმწიფო პროგრამებთან ერთად ძლიერია, ამიტომ ეს პროგრამები უნდა გაგრძელდეს, გამრავალფეროვნდეს და გაძლიერდეს“, - განმარტავს ხანიშვილი.

რაც შეეხება საკითხს, უნდა შეიცვალოს თუ რა თუ არა სახელმწიფო პროგრამები თვისობრივად და უფრო მეტი აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გაკეთდეს, „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც პირველადი გამოწვევები დაიძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები