სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტით უკვე შესაძლებელია.
როგორც bm.ge-ის ბიუროდან აცნობეს, აუცილებელია, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge.
დაჯავშნისთვის საჭიროა:
• ეწვიოთ პორტალს my.gov.ge
• აირჩიოთ კატეგორია - იუსტიციის სახლში და ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა;
• შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დასაგეგმად საჭირო ველები;
• ფილიალის ველში მიუთითეთ - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;
• მომსახურების ტიპში მიუთითეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება;
• ვიზიტის დაჯავშნის დასტურად მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ მომსახურების მიღებამდე;
• მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეთ ზუსტ დროს და წარადგინოთ მიღებული შეტყობინება;
ვიზიტის ფარგლებში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთ სერვისზე;
აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე;
ბიუროში არ დაიშვებიან ბავშვები და თანმხლები პირები;
დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს ამ ნომერზე შეუძლიათ - (032) 2 749 649.