მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ისრაელის მოქალაქეების წილი გაიზარდა - G&T

გალტ

Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, აგვისტოში ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ისრაელის მოქალაქეების წილი გაიზარდა.

„გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში შერჩეული დეველოპერების პროექტებში ბინების გაყიდვები გაუმჯობესდა, მაისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, როცა გაყიდვებზე იმოქმედა დასვენების დღეების სიუხვემ და ქუჩის პროტესტებმა“, - წერია კვლევაში.

თუმცა პოზიტიური ტრენდის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ შესუსტებული რჩება. კერძოდ, აგვისტოს გაყიდვები 2.6%-ით ნაკლები იყო 2024 წლის პირველი 4 თვის საშუალოსთან შედარებით.

„2024 წლის პირველ 8 თვეში, ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის მსგავსად, 78%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 5%-დან 11%-მდე, რამაც დააკომპენსირა რუსეთის მოქალაქეების წილის 9%- დან 2%-მდე შემცირება.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის(<$1,000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით. >წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები