გალტ & თაგარტის მიერ უძრავი ქონების დეველოპერების გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ 2024 აგვისტოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ განაგრძო გაუმჯობესება, თუმცა ის მაინც შესუსტებული რჩება წლის დასაწყისთან შედარებით.
ამასთან, აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ.
„შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზე - გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას“,- წერია მიმოხილვაში.
რაც შეეხება დედაქალაქის რაიონების მიხედვით გაყიდვებით ტენდენციებს, მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში[579] გაიყიდა, აქ საშუალო ფასი $997 იყო მ²-ზე. გაყიდვებით მეორე ადგილს საბურთალო იკავებს[473 ბინა], საშუალო ფასი $1675, მათ მოსდევს სამგორის რაიონი[469 ბინა] - საშუალო ფასი $1037, გლდანსა და დიდუბეში 340-340 ბინა გაიყინა, გლდანში საშუალო ფასი $1035-ს შეადგენს, ხოლო დიდუბეში - $1230-ს. ყველაზე ცოტა - 39 ბინა გაიყიდა აგვისტოში მთაწმინდის რაიონში გაიყიდა, სადაც საშუალო ღირებულება $2658-ს შეადგენს.