საქსტატმა დღეს აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი 15%-ით ($43 მილიონით) გაიზარდა და $335.3 მილიონს მიაღწია.
ანგარიშის თანახმად, ექსპორტზე უფრო მაღალი ტემპით - 26%-ით ($173 მილიონით) გაიზარდა იმპორტი, რამაც აგვისტოში $838 მილიონი შეადგინა.
რაც შეეხება 2021 წლის 8 თვის შედეგებს, ჯამურად წლის განმავლობაში ექსპორტი 25.7%-ით გაიზარდა და მან $2.6 მილიარდს მიაღწია, ხოლო იმპორტი კი 20.5%-ით გაიზარდა და ის $6.07 მილიარდი გახდა.
საქსტატის ანგარიში წინასწარია და ის კონკრეტული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით სტატისტიკას არ მოიცავს. საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 სექტემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც გაირკვევა უშუალოდ რა დასახელების პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.




























