მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოში jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - დასაქმების თრექერი

ვაკანსიები

აგვისტოში jobs.ge-ზე 7279 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც ივლისთან შედარებით 11%-ით, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, თვიურ ჭრილში ვაკანსიებმა ყველა კატეგორიაში იკლო. ყველაზე მცირე კლება, ძირითადი კატეგორიებიდან, დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (8.5%), ხოლო ყველაზე დიდი კლება - ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (18%). წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა (25%) დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, ხოლო ყველაზე დიდი კლება (13.7%) – ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში.

ჯამში ბოლო სამ თვეში გამოქვეყნდა 28 819 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი, 7%-იანი, კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში.

ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, 932 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია.

ივნისი-აგვისტოს პერიოდში 4 540 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში 6060 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები