მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოში ხელფასის მიმღებთა რიცხვი ივლისთან შედარებით 6%-ით შემცირდა - PMC კვლევითი ცენტრი

ხელფასი

აგვისტოში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ ივლისთან შედარებით 6%-ით შემცირდა, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში ხელფასს ჯამში თითქმის 940 ათასი ადამიანი იღებდა.

აგვისტოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 13.5%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 33% იყო, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 4.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

მხოლოდ 3%-ს აქვს 9 600 ლარზე მეტი ხელფასი, რაც 2025 წლის ივლისთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტ ადამიანს (34%) ხელფასი 1200-2399 ფარგლებში აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები