PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში 600 ლარამდე ხელფასი 175 ათას ადამიანს ჰქონდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მათი რიცხვი 15%-ით არის შემცირებული.
მეორე კვარტალში ყველაზე მეტ 324 ათას ადამიანს ხელფასი 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა, ეს წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 600-1199 ლარამდე ხელფასი II კვარტალში 241 ათასმა პირმა მიიღო, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ამ კატეგორიაში ხელფასის მიმღებთა რიცხვი 7.6%-ით არის შემცირებული. 2400 ლარზე მაღალი ხელფასი საანგარიშო პერიოდში 208 ათას ადამიანს ჰქონდა, ანუ 31%-ით მეტს 2022 წელთან შედარებით.
ჯამში 2023 წლის მეორე კვარტალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ 948 ათასამდე გაიზარდა, ეს 4%-იანი ზრდაა 2022 წლის II კვარტალთან შედარებით. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ დაბალი ხელფასის მიმღებთა რიცხვი შემცირდა.