მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მშპ-ის რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე - PMC Research

სკამი დასაქმება ოფისი სამუშაო

PMC კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მაკრო მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია შრომის ბაზარზე უკანასკნელი წლების განმავლობაში მომხდარი ცვლილებები, რაც ინფლაციას, საშუალო ხელფასებს და დასაქმებულთა რაოდენობას უკავშირდება. ორგანიზაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში შრომის ბაზრის ეფექტიანობა ჩამორჩება პანდემიამდელს.

PMC-ის თანახმად, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით,როგორებიცაა: კადრების გადინება მომიჯნავე სექტორებში; ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები; სამუშაო ძალის მიგრაცია და სამუშაოს მაძიებლების სარეზერვო ხელფასის ზრდა. ამასთან, PMC კვლევითი ცენტრის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე.

“2023 წლის II კვარტალში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა.

BAG ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 32%-მა 2023 წლის მეორე კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, ხოლო მათმა უმეტესობამ თანამშრომლების ხელფასები 0-20%-ის ფარგლებში გაზარდა.

აღსანიშნავია, სებ-ის მიხედვით, ბოლო პერიოდში კომპანიებმა ხელფასები გაზარდეს მათი მოგების ზრდის ტემპის შემცირები ხარჯზე. შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქართველოში ხელფასი-ფასის სპირალის განვითარებას ადგილი არ აქვს.

საქართველოში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 22.0%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, 2022 წელს ხელფასების ზრდამ მხოლოდ 9.1% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2022 წლამდე შეადგენდა 34.7%-ს, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე,”- ნათქვამია PMC-ის ანგარიშში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები