მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში, თბილისში ბინის მ²-ის ფასი $11.5-მდე შემცირდა - "თიბისი კაპიტალი"

Galt & Taggart

აგვისტოში, დედაქალაქში, ბინის მ²-ის ფასი $11.5-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით ნაკლებია - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.

პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზაფხულის ბოლო თვეში თბილისში ბინების გაყიდვების შემცირებისა და ფასის ზრდის პარალელურად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგების წლიურად 1.4 პპ-ით შემცირდა და 9.8% შეადგინა.

„ეს 2022 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ამონაგები 10%-ზე ქვემოთაა“, - განმარტავენ საინვესტიციო ბანკში.

ამასთან, 2024 წლის პირველ 8 თვეში, ნებართვა გაიცა 891 ათასი მ²-ის საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე და ეს რიცხვი 7%-ით ჩამორჩება წინა წლის ამავე პერიოდს.

თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში, თბილისში 3 133 ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 5%, ხოლო 2024 წლის ივლისის ტრანზაქციებს 9%-ით ჩამორჩება.

საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 6%-ით, თვიურად კი 2%-ით გაიზარდა და მ²-ის ღირებულებამ 1 233 დოლარი შეადგინა. ბაზრის მოცულობამ აგვისტოში 259 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1%-ით, თვიურად კი 7%-იანი კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები