მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა მცირედით გაძვირდა - Galt & Taggart

ბინა ქირა

Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1,584 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.6%-იანი, ხოლო თვიურად 5.4%-იანი კლებაა.

კვლევის თანახმად, ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 13,080 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი კლებაა და შესუსტებულ მოთხოვნას ასახავს.

„ფასები 2024 წლის აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ შესუსტებული მოთხოვნა ფასების ზრდის ტემპის შენელებაზეც აისახა“,- წერია მიმოხილვაში.

ამასთან, Galt & Taggart-ის თანახმად, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედით გაიზარდა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის ფასები 2024 წელს სტაბილურად ერთ ნიშნულზე ნარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები