ირანი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამეინის თანხმობით, ირანის დროებითი პრეზიდენტი მოჰამად მოხბარი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, ის თანამდებობას ორი თვის განმავლობაში დაიკავებს.
ირანის კონსტიტუციის თანახმად კი, ირანის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 50 დღის განმავლობაში კვლავ გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში იყვნენ : ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.