მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს - სებ

რეფინანსირების განაკვეთი

"ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებს",- ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში The Hill-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით აცხადებენ.

The Hill-ზე გამოქვეყნდა მოსაზრება, რომელშიც საუბარია, რომ საქართველო ირანის სანქციებისგან თავის არიდების ცენტრი ხდება. მასში აღნიშნულია, რომ 2014 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი სანქციების დარღვევის ერთ-ერთი სქემის თანახმად, რამდენიმე ირანელმა პირმა საქართველოში რამდენიმე კომპანია დააარსა და ფარულად შეიძინა საქართველოს „ინვესტბანკის“ 70%-იანი წილი. ხაზგასმულია, რომ ისინი ამ ბანკს იყენებდნენ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ ირანულ ბანკებთან დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ტრანზაქციებისთვის.

როგორც სებ BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში განმარტავს, "ინვესტბანკს“ 2016 წელს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, კომერციული ბანკებისთვის შეიმუშავა შესაბამისი ჩარჩო, რომელთან შესაბამისობასაც სებ-ი პერიოდულად ამოწმებს ადგილზე ინსპექტირების გზით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, შემოწმებების პროცესში არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა.

რაც შეეხება „ინვესტბანკს“, ის არ წარმოადგენს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს. შესაბამისად, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი ვერანაირად ვერ გახდება ფინანსური ტრანზაქციების გამტარი.

შეგახსენებთ, სს „კაპიტალ ბანკს“ იგივე სს „ინვესტბანკს“ 2016 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია",- აცხადებენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები