მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აიათოლა ხამენეის მრჩეველის განცხადებით ირანს ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო შესაძლებლობები აქვს

62d4478d3fbc7
ალა ისპირიანი
17.07.22 21:28
1023
ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მთავარი თანაშემწე ამბობს, რომ მის ქვეყანას აქვს „ტექნიკური შესაძლებლობები ბირთვული ბომბის წარმოებისთვის“. ინფორმაციას The Times of Israel -ი ავრცელებს.

"საიდუმლო არაა, რომ ბირთვული ბომბის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა ჩვენ ეს გადაწყვეტილი არ გვაქვს", – თქვა ირანის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელმა კამალ ხარაზიმ.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეთანხმების დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, რადგან მხარეებს შორის უნდობლობაა.

მისი მოსაზრებით, ისრაელი "სისუსტის ფაზაშია და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მხარდაჭერა მას ვერ დააწინაურებს".

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან იაირ ლაფიდთან ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმა, სადაც აშშ-მ პირობა დადო, რომ ირანს ხელს შეუშლის ბირთვული იარაღის შექმნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები