მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Airbnb-ზე დარეგისტრირებული სახლების მეპატრონეები გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ” - კომპანია Wehost

62a85c867d755
მარიამ ადამია
18.06.22 18:53
1209
რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციები დაწესების შემდეგ, რუსეთის ბევრი მოქალაქე დროებით თუ სამუდამოდ სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის ჩამოვიდნენ საქართველოშიც, რამაც პირველ ეტაპზე, ბინის ქირაზე ფასი მინიმუმ გააორმაგა. ამან კი Airbnb-ის გაყიდვებზეც იმოქმედა. კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი, ნიკა ანჯაფარიძე გადაცემა “საქმიან დილაში” ყვება, რომ Airbnb-ზე დარეგისტრირებული სახლის მეპატრონეებმა საიტი დატოვეს და გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ, თუმცა ამ ტენდენციის მიუხედავად, Airbnb-ის მიმართულებით მოთხოვნა ქვეყანაში მაინც მკვეთრად გაზრდილია.

“რუსეთიდან და ბელორუსიიდან ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლის მიუხედავად, მაინც ტურისტული ნაკადების ზრდა სხვა ქვეყნებიდანაც შეიმჩნევა. ამ დროისთვის დატვირთულების მაჩვენებელი 95%-ზე მეტი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდე არსებულ მონაცემებს გადავასწარით”, - ამბობს ნიკა ანჯაფარიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის შეიძლება მსოფლიოს გარშემო ბიუჯეტური მოგზაურობები აღარ არსებობდეს, მაგრამ საქართველო სხვისთვის მაინც ბიუჯეტურ მიმართულებად რჩება, ამიტომ ტურისტული ნაკადი საქართველოსკენ მოემართება.

“ადამიანი, რომელიც ბინაში დღეში $150-200-ს გადაიხდის, შეგვიძლია მაღალმხარჯველუნარიანად მივიჩნიოთ. ტურისტები არიან უმეტესად დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაც. თითქოს უცებ, პანდემია აღარ არის. როგორც ვმუშაობდით, ისე ვაგრძელებთ და არავის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვს”, - ამბობს კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი, ნიკა ანჯაფარიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები