მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Airbus-ი სამუშაო ადგილების 15 000-ით შემცირებას გეგმავს

5f6a3226a57f7
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.20 23:30
961
მსოფლიოში თვითმფრინავების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Airbus-ი აცხადებს, რომ იძულებულია პანდემიის გამო, მკაცრი ზომები მიიღოს, რადგან მოთხოვნა მოგზაურობაზე დრამატულად შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია თანამშრომელთა რიცხვს 15 000-ით შეამცირებს, რაც დაახლოებით მათი სამუშაო ძალის 15%-ია. ევროპული თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია ასევე გეგმავს, რომ წარმოება დაახლოებით 40%-ით შემციროს მომავალი ორი წლის განმავლობაში.

Forbes-ი წერს, რომ კომპანიის ზარალმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში $2 მლრდ შეადგინა.

შეგახსენებთ, IATA-ს განცხადებით, ივლისის თვეში ქვეყნების მთავრობებმა ჯამურად $161 მლრდ გამოყვეს ავიაკომპანიების დასახმარებლად მსოფლიოს მასშტაბით. IATA-ს ამჟამინდელ საზრუნავს ისეთი ახალი ზომების შემუშავება წარმოადგენს, რომელიც ავიასექტორს ზამთრის გადატანაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები