მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აირწინაღების გაყიდვების არაფორმალური აკრძალვა დემონსტრანტების გაგუდვაში მონაწილეობაა - ქადაგიძე

ეროვნული ბანკი

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, აირწინაღების და სხვა დამცავი საშუალებების გაყიდვების არაფორმალური აკრძალვა დემონსტრანტების გაგუდვაში პირდაპირი მონაწილეობაა.

ასე ეხმაურება გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, ზოგიერთმა მაღაზიამ აირწინაღების და სხვა დამცავი საშუალებების გაყიდვა შეზღუდა.

არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ასეთი გადაწყვეტილება ბიზნესმა, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის გამო მიიღო.

"აირწინაღების და სხვა დამცავი საშუალებების გაყიდვების არაფორმალური აკრძალვა/არ გაყიდვა, გარდა იმისა, რომ უკანონოა, არის მშვიდობიანი დემონსტრანტების გაგუდვაში პირდაპირი მონაწილეობა.

დახლებიდან კი არ უნდა გააქროთ, უნდა ურიგებდეთ ყველა მსურველს, როგორც ამას პსპ-ს ქსელი და სხვები აკეთებენ.

ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვიმახსოვრებთ", - წერს გიორგი ქადაგიძე.

ინფორმაციისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლილოში, შემოსავლების სამსახურმა პიროტექნიკის მაღაზიები დალუქა. ინფორმაცია თავად შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები