მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აკაციის თაფლის მოსავლიანობა ჩაგვივარდა“ - მეფუტკრეთა გაერთიანება

ალეკო პაპავა

2023 წელს თაფლის მოსავლიანობა 2022 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა. როგორც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მინიმუმამდეა შემცირებული აკაციის თაფლი, მიზეზი კი კლიმატური პირობები გახდა.

„მიმდინარე წლის გაზაფხული ცუდი კლიმატური პირობებით ხასიათდებოდა.

აკაციისა და წაბლის ყვავილობას დაემთხვა წვიმები და გრილი ამინდები, რის გამოც მოსავალი ვერ მივიღეთ. საექსპორტო დანიშნულებით უმეტესად ვუშვებთ აკაციის თაფლს, შესაბამის ექსპორტი შემცირდა.

ჩვენ ვფიქრობდით, რომ შარშანდელთან შედარებით 200 ტონაზე მეტს გავიტანდით მაგრამ მოსავლიანობა შემცირდა, შარშანდელის მესამედი მივიღეთ რაც დაახლოებით 1000-1500 ტონაა. აკაციის მოსავლიანობა ფაქტობრივად მთლიანად ჩაგვივარდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ თაფლოვანი მცენარეების გამრავლებაზე, რომ კლიმატზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. თუ მაგალითად ერთ მცენარეს არ გაუმართლა და წვიმები დაემთხვა, მეორე და სხვა მცენარემ რომ გაამართლოს.

ევროკავშირზე ვართ ორიენტერებულები, 80%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში გადის. ვცდილობთ ახალი ბაზრების მოპოვებას, გვინდა აშშ-ში, კანადაში გააქტიურება, ვნახოთ, მომავალი 2024 წელი იმედია 2023-ზე უკეთესი იქნება,“ - განაცხადა პაპავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები