მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალქალაქის 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა - აუდიტი

ახალქალაქი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროცესი შემდეგი ნაკლოვანებებით გამოირჩევა:

  • 2021-2022 წლების ბიუჯეტების პროექტის მომზადების მიზნით, მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის საბიუჯეტო განაცხადის ფორმები ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით არ გაუგზავნია;

  • 2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშები არ მოიცავს პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, როდესაც ასეთი შეუსაბამობა 30%-ს აღემატება;

  • 2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშები წლის დასასრულისთვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს არ მოიცავს;

  • 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საკრებულოში დაგვიანებითაა წარდგენილია.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 2021-2022 წლების საბიუჯეტო პროცესი მუნიციპალიტეტში ხარვეზებით მიმდინარეობდა და არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები