მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა იქნება მცირე ტურბულენტობა, მაგრამ ამას გადავივლით - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია, ახლა გადავიაროთ მცირე სირთულეები, მცირე ტურბულენტობა წლევანდელ წელს, ამ კვირების განმავლობაში, იმისათვის, რომ შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოვახერხოთ ქვეყნის დამშვიდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„არსებული მოცემულობა, გაუმჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა, ქმნის ნოყიერ ნიადაგს მუდმივი არასტაბილურობისთვის, რაც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა იქნება მცირე ტურბულენტობა, მაგრამ ამას გადავივლით და ამის შემდეგ უკვე შეიქმნება ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ დამშვიდდეს ქვეყანა.

მე მესმის, რომ არის მღელვარება, მათ შორის დონორებში და არავის უხარია გამჭვირვალობა. აქედან გამომდინარე, ამ ზეწოლას აქვს თავისი კონკრეტული სუბიექტურ-ობიექტური მიზეზი, ასე ვიტყოდი, არ მოსწონთ გამჭვირვალობა, თუმცა ეს ჩვენთვის ნიშანია იმისა, რომ კონკრეტულ ძალებს სურდათ მომავალშიც ასე გაეგრძელებინათ ამ ქვეყანასთან მუშაობა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები