მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო

12

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის შემოტანის წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000 -მდე ლარს შეადგენს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები