მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგში" ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის საჩუქრებია

დდ
20.02.24 16:23
1343

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ავტო დაზღვევის მფლობელებს საჩუქრებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ამბოლის სერვისცენტრებში სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ, რაც გულისხმობს 30%-იან ფასდაკლებას, ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე. შეთავაზებით სარგებლობა 20 თებერვლიდან 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი.

„ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად, სხვადასხვა ბენეფიტი შევთავაზოთ, რომ დაზღვევისგან მეტი კომფორტი მიიღონ. ამჯერად, მათ, ამბოლის სერვისებზე, ფასდაკლების ვაუჩერებს გადავცემთ. ამბოლი, ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის წამყვანი ქსელია საქართველოში, რომელიც ექსკლუზიური ბრენდების ფართო არჩევნას სთავაზობს მომხმარებელს. შეთავაზებით სარგებლობა და ავტომობილზე ზრუნვა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავს დაზღვეული,“- აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია .