მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Alibaba-მ საწარმოებისთვის შექმნილი AI-აგენტი წარადგინა

Alibaba

ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის აგენტების მზარდი პოპულარობის ფონზე, Alibaba-მ საწარმოებისთვის განკუთვნილი ახალი პლატფორმა – Tongyi AI-Agent წარადგინა.

პლატფორმა დაფუძნებულია Alibaba-ს დიდ ენობრივ მოდელ Qwen-ზე. კომპანიის განმარტებით, Tongyi Agent-ის მთავარი უპირატესობა სიმარტივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს პროგრამირების ცოდნის გარეშეც შეუძლიათ თავიანთი სპეციფიკური საჭიროებებისთვის მორგებული AI-აგენტების აწყობა.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ამჟამად ნამდვილი ბუმია, რადგან Baidu-მ და Tencent-მაც ანალოგიური ინსტრუმენტები გამოუშვეს, თუმცა Alibaba აქცენტს Cloud-ინფრასტრუქტურასთან ღრმა ინტეგრაციაზე და სიმარტივეზე აკეთებს.

კომპანია ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ყოველ მსხვილ საწარმოს საკუთარი AI-აგენტების არმია ეყოლება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს და გაზრდის პროდუქტიულობას.

პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია Alibaba Cloud-ის მომხმარებლებისთვის და რამდენიმე მსხვილმა ჩინურმა საცალო ქსელმა მისი ტესტირება უკვე დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები