ჩინური კომპანია Alibaba Group აშშ-ში ელექტრონული სიგარეტის კომპონენტების გაყიდვას წყვეტს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მიზეზად კომერციულ გიგანტში ამ პროდუქტების რეგულირების გამკაცრებას ასახელებენ.
როგორც Reuters წერს, კონტროლის გამკაცრება ელექტროსიგარეტებისგან გამოწვეული კიბოსა და სიკვდილის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.
ჩინურმა კომპანიამ განმარტა, რომ უკვე დიდი ხანია შტატებში მზა ელექტრონული მოწყობილობები ექსპორტზე აღარ გააქვს, ამიერიდან კი, უკვე ის ასევე უარს იტყვის მოწყობილობების კომპონენტების გაყიდვაზეც.
აღსანიშნავია, აქამდე ამერიკულმა სუპერმარკეტების ქსელმა Kroger- მა, მსოფლიოს ყველაზე მსხვილმა სააფთიაქო კონცერნმა Walgreens Boots Alliance-მა და მსოფლიოს უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის სახლმა Walmart-მაც იმავე მიზეზების გამო, ელექტრონული სიგარეტებისა და მისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.
ცნობისათვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, შეერთებულ შტატებში ელექტრონული სიგარეტის მწეველებში ფილტვის დაავადების შემთხვევების რიცხვმა ათასს გადააჭარბა. ამ დაავადებით კი უკვე 23 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.