მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Alibaba თავის საერთაშორისო და ჩინურ პლატფორმებს ერთ ბიზნესად გააერთიანებს

ალიბაბა

Alibaba Group თავის ელექტრონული კომერციის ადგილობრივ, ჩინურ, და საერთაშორისო პლატფორმებს ერთი კომპანიის ქვეშ გააერთიანებს - ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ჩინური ჰოლდინგი The Alibaba E-commerce Business Group-ს ჩამოაყალიბებს, რომელშიც ონლაინ ვაჭრობის ცნობილი პლატფორმები, Taoba, Tmall და Alibaba (AIDC Group) გაერთიანდებიან.

თავის მხრივ კი AIDC Group საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმა AliExpress-ს, B2B საიტ Alibaba.com-ს, საბითუმო სავაჭრო კომპანია 1688-სა და მეორეული ნივთების ონლაინმაღაზია Xianyu-ს აერთიანებს.

ახალ გაერთინებას ჟიანგ ფანი უხელმძღვანელებს, რომელიც 2020 წელს მომხდარი სკანდალის გამო Tmall-ის CEO-ს პოზიციიდან გაათავისუფლეს.

Alibaba-ს ელკომერციის პლატფორმები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენილი ახალი მოთამაშეების გამო მნიშვნელოვან კონკურენციას ებრძვიან; მათ შორის, PDD Holdings-ის პლატფორმები Pinduoduo და Shein, და ByteDance-ის Douyin და TikTok-იც კი, რომელიც, სოციალურ ქსელთან ერთად, სავაჭრო ფუნქციასაც ითვისებს - თითოეული ეს კომპანია მომხმარებელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე იაფ პროდუქციას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები