მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba თვითმართვადი ავტომობილების წარმოებაში $300 მილიონს დააბანდებს

6140b48068ef1
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.21 23:00
587
ჩინური ონლაინ გაყიდვების გიგანტი Alibaba სტარტაპ DeepRoute.ai-ში, რომელიც თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას განიხილავს, 300 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Alibaba-ს გადაწყვეტილება დააბანდოს მნიშვნელოვანი თანხა თვითმართვადი ავტომობილების წარმოებაში ნიშნავს, რომ ონლაინ გაყიდვების გიგანტს ავტომობილების წარმოების სექტორში ფეხის მოკიდება სურს.

DeepRoute.ai-ის აღმასრულებელი დირექტორის მაქსველ ჟოუს თქმით, კომპანია მიესალმება Alibaba-ს გადაწყვეტილებას აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

„ინვესტიციის უმეტესი ნაწილი ტექნოლოგიური მხარის განვითარებაზე დაიხარჯება და წარმოების გაზრდას მოხმარდება. ხოლო ფინანსების ნაწილი ნიჭიერი თანამშრომლების აყვანას“, - განაცხადა DeepRoute.ai-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოცემა წერს, რომ სტარტაპი DeepRoute.ai ამჟამად დაახლოებით 70-მდე რობოტის ტიპის ტაქსებს აწარმოებს, იგეგმება წარმოების დაახლოებით 150-160-მდე გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები