აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 1920 წელს საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანის დაკავება ოკუპაცია იყო. მისი თქმით, წითელმა არმიამ აზერბაიჯანის ხანმოკლე დემოკრატიულ რესპუბლიკას ბოლო ძალით მოუღო.
ალიევის განცხადებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ის ფაქტი, რომ მამამისს, აზერბაიჯანის ყოფილ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს 1920 წელს მომხდარი ფაქტი “ოკუპაციად” საჯაროდ არასდროს შეუფასებია.
აღნიშნული განცხადების გაკეთებით უმცროსმა ალიევმა რუსეთისგან დისტანცირების კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯი გადადგა და თავი იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში საბჭოთა არმიამ “გააწითლა”.
Al Arabiya-სთან ინტერვიუში ალიევმა უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის იბრძვის.




























