მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ალტერსოქსმა” წინდების საცდელი პარტია კვიპროსში გაგზავნა

618ec9576d6e4
BM.GE
13.11.21 00:00
680
“ალტერსოქსმა” წინდების საცდელი პარტია კვიპროსში გაგზავნა. ამის შესახებ BMG-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რევაზ ბესელაშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს დაახლოებით სამი კვირის წინ კვიპროსში რამდენიმე ასეული წყვილი წინდა გაგზავნეს და ახალი შეკვეთაც მიიღეს.

“კვიპროსზე გავგზავნეთ საცდელი პარტია და ახლა ერთს კიდევ ვგზავნით. კვიპროსის გარდა უახლოეს პერიოდში შვედეთში გავგზავნით პროდუქტს, სადაც ახალი პარტნიორი გვყავს. ასევე სამი ახალი პოტენციური პარტნიორი გვყავს იტალიაში. ყველაზე სტაბილური საექსპორტო ბაზრები ჩვენთვის მაინც გერმანია, საფრანგეთი, აშშ და სომხეთი არიან. სხვათა შორის იაპონიაც,”-ამბობს ბესელაშვილი.

მისივე თქმით, პანდემიამ ექსპორტის წილი გაყიდვებში შეამცირა. თუ 2020 წლამდე ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 30%-მდე იყო, ახლა ეს რიცხვი, სავარაუდოდ, 20%-მდე შემცირდა. 2022 წლისთვის იმედი აქვთ, რომ ექსპორტი მაჩვენებელი 40%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ფასს, “ალტერსოქსის” დამფუძნებელი გვეუბნება, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქვეყნების მიხედვით, წინდების ფასი 6-10 ევროს ფარგლებშია: “როგორც წესი საზღვარგარეთ პარტნიორებს არ ვუზღუდავთ ხოლმე განფასებას, თუმცა გავცემთ ჩვენს სარეკომენდაციო ფასს და ისინი ფასზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას.”

კომპანიის ინფორმაციით, "ალტერსოქსი" წინდების პირველი ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოში უკვე მე-6 წელია არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები