მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალყაში მოვაქციოთ პარლამენტი. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად“ - გიორგი ვაშაძე

6408cfb602862
თელარა გელანტია
08.03.23 22:09
666
„ალყაში მოვაქციოთ პარლამენტი. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად“ - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მიზანია, პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება, რათა ხვალ პარლამენტმა 12:00 საათზე პლენარული სხდომის ჩატარება ვერ შეძლოს.

აღსანიშნია, რომ ამოიწურა ხელისუფლებისთვის მიცემული 1-საათიანი ვადა, რომ გაეთავისუფლებინათ გუშინ და დღეს დაკავებული მომიტინგეები და უკან გაეწვიათ აგენტების შესახებ კანონპროექტი.

„ხელისუფლება ცდის ჩვენს გამძლეობას. ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ, არის ძალიან რთული და ამ ბრძოლაში ჩვენ არ უნდა დავიღალოთ. უნდა დაიღალონ ისინი.

გთავაზობთ, მშვიდობიანად შემდეგი ნაბიჯის გადადგმას - ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებ პოლიციას, არ დაუპირისპირდნენ მშვიდობიან მოქალქეებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო იკრიბებიან. 

ადგილზე შეიმჩნევა სამართალდამცველების მობილიზებაც. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები