მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დღეებში, როცა საჭიროება დამდგარა, სათანადოზე მეტი რაოდენობის სასწრაფოს იყო მობილიზებული - სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

„აქციების დაწყების დღიდან, სასწრაფო დახმარების სამსახური მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში, უკლებლივ ყველა დაშავებული, ადგილზე იღებს სამედიცინო მომსახურებას, ისინი კი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიჯგუფებს, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ.

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო დახმარების მანქანების განაწილების პრინციპზეც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახური, გადაწყვეტილებას, კონკრეტულ მომენტში, ადგილზე არსებული ვითარებისა და საჭიროების მიხედვით იღებს.

„ასე ნაწილდება სად, რომელ ლოკაციაზე, რამდენი ჯგუფი განთავსდეს, როგორ ჩანაცვლდეს, როგორი იყოს მათი მოძრაობის მარშრუტები, რომელ კლინიკასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ეს ყვფერი, რა თქმა უნდა, იგეგმება ოპერატიულდ.

ამ დღეების განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საჭიროება დამდგარა, სათანადოზე მეტი რაოდენობის სასწრაფოს ჯგუფები იყო მობილიზებული, რომ სადმე დეფიციტი არ შექმნილიყო. შესაბამისდ, უკლებლივ ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება - ავტომობილები მობილიზებულია ისეთ ქუჩებზე, საიდანაც შესაძლებელია ძირითად მაგისტრალზე გადაადგილება, მაგალითად, განთავსებულია ლაღიძის, ან ჭანტურიას ქუჩის კუთხეში და ა.შ. “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები