მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ დროისთვის ქვეყანაში 751-ზე მეტი ტურისტი იმყოფება – გახარია

5f339c914ddfd
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 11:36
804
ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გავუხსენით, დღეის მონაცემებით, უკვე შემოსულია 1 520 განაცხადი და ამ დროისთვის ქვეყანაში 751-ზე მეტი ტურისტი იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ვალდებულებაა შემოსული ტურისტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც, ამიტომაც გახარიას განცხადებით, შტაბმა ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს.

რაც შეეხება ბიზნეს ვიზიტორების რაოდენობას, პრემიერის თქმით, მათი რიცხვი 4 000 ადამიანს ასცდა ამ პერიოდის განმავლობაში, – „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა საქართველოშია. თუმცა, იმისთვის რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გავაძლიეროთ, ბიზნეს ვიზიტორების მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ტესტირება ჩაუტარდა საერთაშორისო გადაზიდვების 51 205 მძღოლს, რომელთაგანაც ინფექცია დაუდასტურდა 788 ადამიანს.

„ყველას შეიძლება გვეგონოს, რომ ეს არ არის დიდი რიცხვი, მაგრამ ერთი ასეთი ადამიანი ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული, შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების მიზეზი“, – განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები