მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ეტაპზე, 2025 წლის ეკონომიკური პროგნოზის გადახედვა არ ხდება - გიორგი კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა არ ხდება. მან ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.

"ჩვენ 2025 წელი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. პირველ 4 თვეში გვაქვს 8.8% - უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ბიუჯეტის გეგმით არის, თუმცა ამ ეტაპზე, პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის ახალ პროგნოზზე დაგეგმვა არ ხდება, შენარჩუნებულია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა წლევანდელი წლისთვის და მომდევნო წლებზე უკვე საშუალოდ 5.2%-ით გვაქვს განსაზღვრული",- თქვა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, დღეს, "ოცნების" პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ 2025 წელი მაღალი ეკონომიკური ზრდით იქნება გამორჩეული.

„მთავრობის კონსერვატიული შეფასებით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იქნება, თუმცა, ველოდებით, რომ ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალი იქნება, სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზის გაზრდაც ამას მიანიშნებს",- თქვა დავითაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები